თურქეთი ისლამისტების წინააღმდეგ ომში ჩაერთო და აშშ-ს საკუთარი ბაზები დაუთმო

ავიაბაზა ,,ინჯირლიკ,,
ავიაბაზა ,,ინჯირლიკ,,

თურქეთი, რომელიც დიდი ხანია ნატოსაგან სირიის კონფლიქტში ჩართვას ითხოვს, გუშინ ამ ქვეყნის  საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო, ისლამისტებისადმი სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული საპასუხო დარტყმების შედეგად, კონფლიქტში ავტომატურად ჩართული აღმოჩნდა…

გიშინ 23 ივლისს, სირიის საზღვარზე მდებარე თურქულ ქალაქ ქილისთან სასაზღვრო პუნქტზე ,,ისლამური სახელმწიფოს,, კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თურქულმა ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანეს ისლამისტთა პოზიციებზე, რაც ისლამისტების რამდენიმე მებრძოლისა და ბაზების განადგურება დასრულდა…

თურქეთის მიერ განხორციელებულ ოპერაციას გუშინ ყურადღებით აკვირდებოდნენ ნატოს ქვეყნები ისე, რომ რაიმე საწინააღმდეგო და მკვეთრი განცხადებები ამ მოვლენებს მათი მხრიდან არ მოჰყოლია… გუშინ საღამოს კი, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ნატო უფრო აქტიურად ჩააბამს თურქეთს ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ საბრძოლველად, საპასუხოდ კი თურქეთი ნატოს კოალიციის ავიაციას ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის ქალაქ ადანასთან ახლოს მდებარე ავიაბაზა ,,ინჯირლიკს,, დაუთმობს.

თურქული ავიაბაზა ,,ინჯირლიკი,, ნატოს და კერძოდ აშშ-ს ავიაციისთვის კარგად ცნობილი ბაზაა, რამეთუ 1990 წელს ამ ბაზას ერაყში ჰუსეინის წინააღმდეგ ავიადარტყმებისთვის იყენებდნენ, ხოლო 2001 წელს ავღანეთში შეჭრის დროს, ამ ავიბაზაზე ნატოს სარდლობა იყო განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა აქტიური ბრძოლა დაიწყო ისლამისტებისა და ტერორისტების წინააღმდეგ საკუთარ ტერიტორიაზეც… გუშინ თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც 5000-მდე პოლიციისა და სპეცსამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა, 250-მდე ,,ისლამური სახელმწიფოსა,,, ქურთული მუშათა პარტიის სამხედრო ფრთის წევრები და მემარცხენე სოციალისტი რადიკალები დააკავეს.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება მოხდება
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა