თურქეთი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისა და რკინიგზის პროექტების დაჩქარებას შეუდგა…

თურქული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის გამარჯვებისთანავე, თურქეთის მმართველ პარტიის ლიდერები, თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური პროექტების სწრაფად დასრულებაზე ალაპარაკდნენ…

საუბარია ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენების (TANAP და TAP)  მშენებლობის დასრულებაზე, რომლებიც შესაბამისად 2018 წელს აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას, ხოლო 2020 წელს თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს….

საუბარია აგრეთვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმდინარე მშენებლობის სწრაფ დასრულებაზე, რაც აბრეშუმის გზაზე სარკინიგზო მიმოსვლას განახორციელებს და 2020 წლამდე, ეს რკინიგზა ბოსფორის სრუტის გვირაბის გავლით – ევროპას (ბულგარეთს) დაუკავშირდება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა…
შემდეგი სტატიამოსკოვში ბრუნდება 37 წელი დასმენებით და რეპრესიებით