თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

040420141244090073806_3თურქული წყაროების ცნობით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთის მე-7-ე პრეზიდენტი (1982-89), გენერალი კენან ევრენი.

კენან ევრენი, 1982 წელს როგორც თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, მონაწილეობდა სამხედრო აჯანებაში, რომლის შედეგად ძალაუფლება სამხედროებმა გადაიბარეს და კენან ევრენი პრეზიდენტი გახდა.

7 წლის შემდეგ კენან ევრენმა და სამხედროებმა, ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ სულეიმან დემირელს ჩააბარეს.

აღსანიშნავია, რომ კენან ევრენი, 2014 წელს თურქეთის სასამართლოს მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გასამართლებულ იქნა, თუმცა ასაკის გამო პატიმრობა არ შეუფარდეს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ძალიან საშიში ხდება… სამხრეთი შოკშია
შემდეგი სტატიარუსების სა-9-მაისო ტყუილი