თურქეთის პრემიერმა პაპს და პუტინს ძველი ამბები გაუხსენა

თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ დღეს ანკარაში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას, სომხების გენოციდზე რომის პაპისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ პოზიციებს უპასუხა…
,,ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი ისტორიით, ჩვენი წინაპრებით და ახლაც ვამაყობთ. პასუხი რომის პაპმა აგოს ანდალუზიაში ინკვიზიციის გამო, მუსულმანებისა და ებრაეელების განადგურების გამო. იმ ხალხმა კი, ვინც საკუთარ დედაქალაქებში ზიან და თურქეთს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, მათ აბაზების, ჩერქეზების, ჩეჩნების, თურქ-ახისკების და ქართველების გამო აგონ პასუხი, რომლებიც გადასახლებისა და გენოციდის შიშით იძულებული იყვნენ ანატოლიაში გამოქცეულიყვნენ,,   განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისტამბულში ,,თურქიშის,, თვითმფრინავი ცეცხლმოკიდებული დაჯდა (VIDEO)
შემდეგი სტატიამოსკოვი აღშფოთებულია პოლონეთის გადაწყვეტილებით