თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომიტინგეები დაიჭირეს

თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.

ასობით ადამიანი ერდოღანის რეზიდენციასთან ავტობუსებით მივიდა და მიტინგის გამართვას აპირებდა.

ისინი 2013 წლის საპროტესტო აქციების დროს დაღუპული მოზარდის გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვენ.

რამდენადაც ცნობილია, თინეიჯერი პოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა. ხალხი ეჭვმიტანილი ოფიცერის დასჯას მოითხოვს.

მომიტინგეებს აქციის ჩატარების საშუალება პოლიციამ არ მისცა და 50 ადამიანი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საკმაოდ მძიმეა
შემდეგი სტატიაპუტინთან შეხვედრის დეტალები, სავარუდოდ, მიუნხენში დღეს გახდება ცნობილი