თურქეთის არჩევნების შედეგები: ერდოღანის პარტია ზეიმობს, ოპოზიციის ლიდერები გადადგნენ…

DAVUTOGLU-ARCHEVNEBIთურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გასულ ივლისის თვეში გამართული არჩევნებში გასული 4 პარტიის მიერ, საჭირო რაოდენობის ხმების უქონლობის გამო უმრავლესობის ჩამოუყალიბლებობით გამოწვეულ კრიზისს მოჰყვა, ამჯერად პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა და ხმების უმრავლესობა მიიღო…

თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში თურქეთის მოსახლეობის 85%-მა მიიღო მონაწილეობა… ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 99,5%, საიდანაც პრეზიდენტ ერდოღანის ,,სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ,, (AKP) ხმების 49,4% მიიღო და სამთვიანი წყვეტის შემდეგ მმართველი პარტიის პოზიციები დაიბრუნა. მორე ადგილზე მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ,, (CHP)ხმების 25,4 %მიიღო, მესამე ადგილზე ,,სახალხო ნაციონალური პარტია,, (MHP) გავიდა ხმების 11,9%-თ, ხოლო პროქურთულმა პარტიამ ,,სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ,, გასულ არჩევნებთან შედარებით 5%-თ ნაკლები, ანუ 10,7% მიიღო. დარჩენილმა ბარიერგადაულახავმა პარტიებმა კი 2,6% პროცენტი, რაც გამარჯვებულ პარტიას დაემატება და ის ამჯერად უმრავლესობის ჩამოყალიბებას თავისუფლად შესძლებს.

ამ წუთებში, ანკარაში გამარჯვებული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მრავალათასიანი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს, სადაც შეკრებილ ხალხს თურქეთის პრემიერი აჰმეთ დავუთოღლუ მიმართავს… ხოლო 2 წამყვანი პარტიის CHP-ს და MHP-ს ლიდერებმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ და დევლეთ ბაჰჩელიმ, პარტიის ხელმძღვანელის პოსტებიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგაგრა დაიტბორა–რა ხდება აფხაზეთში ვიდეო–ფოტო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა