თურქების ქართველი ,,სტალინი,, არჩევნებში გამარჯვებას ელის

თურქების ქართველი ,,სტალინი,,

stalin-celikის არც დიქტატორია და არც ქვეყნის პირველი პირი… თუმცა მისი მზარდი რეიტინგიდან გამომდინარე, მომავალში გამორიცხული არაა რომ თურქეთის პირველი პირიც გახდეს… ,,სტალინს,, მას ზოგიერთები ხუმრობით ეძახიან, რადგან წარმომავლობისა და მცირეოდენი გარეგნული მსგავსების გარდა, მისი გვარი ჩელიკი – თურქულად ფოლადს ნიშნავს, ისევე როგორც რუსულად სტალინის შემთხვევაში. ის ფარუკ ჩელიკია, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთის მმართველი ,,სამართლიანობისა და აღორძინების,, პარტიის ერთე-რთი ლიდერი.

faruk-anababaფარუკ ჩელიკი 1959 წელს ართვინის ოლქის იუსუფელის რაიონში დაიბადა… ჭოროხის ხეობასთან ახლოს. დედით და მამით ქართველები, ფარუკი და მისი უფროსი ძმა ოსმანი, ქართულად ბავშვობიდან ლაპარაკობდნენ. 80-ან წლებში, სხვა ბევრი ართვინელის მსგავსად მისი ოჯახიც ართვინიდან ინდუსტრიულ ქალაქ ბურსაში გადასახლდა… ქალაქში, რომელიც დღეს 3 მლნ. მოსახლეს ითვლის და რომლის ყოველი მეხუთე მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველია. 14 წლიდან ფარუკი სწავლასთან ერთად მშენებლობაზე მუშაობასაც ახერხებდა… სკოლის დამთავრების შემდეგ მან  ბურსაში ,,ულუდაღ უნივერსიტეტში,, ჩააბარა, რისი დამთავრების შემდეგ ქოჯაელის ინსტიტუტის მენეჯერთა 2 წლიანი კურსებიც გაიარა. ფარუკმა სწავლის დამთავრების შემდეგ  გაზეთი დაარსა, სადაც თვითონაც მუშაობდა. 2001 წელს ის პარტიაში შევიდა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი მართველი პარტიის ჩამოყალიბებაში, რომლის დამფუძნებელთა საბჭოს წევრიაცაა. ფარუკ ჩელიკი თურქეთის პარლამენტის ,,მეჯლისის,, 2003, 2007, 2011 წლების 3  მოწვევის დეპუტატია და ბოლო 8 წელია თურქეთის მთავრობაში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად მუშაობს.

ფარუკ ჩელიკი საქართველოშიც რამდენჯერმე არის ნამყოფი… მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში 2009 წელს, ერთი წლით ადრე რუსეთთან ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის თურქული დახმარებით აშენებული საცხოვრებელი სახლების გახსნას უკავშირდებოდა.

faruk-meclisკვირას 7 ივნისს თურქეთში, 25 მოწვევის პარლამენტის არჩევნებში, მეჯლისის 550 ადგილისთვის 4-5 წამყვანი პარტია იბრძოლებს… ექსპერტთა აზრით, თურქეთის მმართველ ,,AK,, პარტიას (ასე ეძახიან შემოკლებით)  ზედიზედ მეოთხედ გამარჯვების შანსი აქვს… ასე ფიქრობს თავად ფარუკ ჩელიკი, რომელმაც წინასაარჩევნოდ  ჩამოიარა თურქეთის ყველა ქართული სათვისტომო, ჩაატარა ათეულობით შეხვედრა სხვადასხვა რაიონის ამომრჩევლებთან, რათა მათი ხმები მისი და ლაზი ერდოღანის სათაყვანებელ პარტიას არ  დააკლდეს.

რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები… მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ფარუკ ჩელიკს შესაძლებელია უფრო გავლენიანი მინისტრის პორტფელიც შესთავაზონ…

მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს 7 ივნისს გასამართ თურქეთის არჩევნებში, ის ფაქტი, რომ ერდოღანის პარტიის 12 წლიანმა მმართველობამ თურქეთი, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად საგრძნობლად წინ წაწია, ეს გარედან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს… თურქეთის წინსვლაში კი, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ქართველების როლი დიდია და გამორჩეული.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშირა საკითხზე მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი დეპუტატები
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება