თუკი დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება “ეს თუ სიმართლეა ერთადერთი რამე შემიძლია რომ ვთქვა, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ ის პირები რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი დანაშული გადაურჩებიან მართლმსაჯულებას, როდესაც ვსაუბრობრით ჩვენ წლების განმავლობაში სამართლიანოს აღდგენაზე ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას, რომ ასეთ ტრაგედიებს ადგილი საქართველოში აღარ ჰქონდეს”,-განაცხადა კახა კახიშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება დროულად ჩატარდება რა მოხდა რეალურად დადგინდება
შემდეგი სტატია„თითოეული დამნაშავის დასჯა სახელმწიფოს ღირსების საქმეა,“ – კახა კალაძე