“თოფაძე და ტყემალაძე, მილიარდელები, პარლამენტში არიან ჩემ კისერზე” – ხმაური პარლამენტში

ხმაური იყო პარლამენტში აგრარული კომიტეტის სხდომაზე. ოპოზიცია კომიტეტისგან რთველთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ითხოვდა. ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდათ ფერმერებს, რომლებიც სხდომაზე დასასწრებად კახეთიდან ჩამოვიდნენ.

კომიტეტის სხდომაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

“გოგი თოფაძე და ტყემალაძე მილიარდელები არიან და პარლამენტში ჩემს ხარჯზე ზიან ყოველ დილას მზის ამოსვლას ვენახში ვხვდები ესენი კიდე პარლამენტში კარგად მოყომარებულები რომ იტყვიან ზიან.

მე ამაზე უარესებიც მინახია და კიდე მოვესწრები. მაგრამ ესენი იმ ხმებს ვეღარ ეღირსებიან,” – აცხადებს ფერმერი ვაჟა ქიტუაშვილი.

ფერმერები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ 1 კგ ყურძნის ფასად 1 ლარი განისაზღვროს.

“ჯანდაბას 1 ლარი მოგვცენ შარშანდელი, ან შარშანწინდელი. მეტი არ გვინდა. გაქცევა უნდათ. არჩევნები აღარ უნდათ,” – აცხადებს ფერმერი ჯემალ ტატიაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კომიტეტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და ახლა უკვე პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის დაბარებას ითხოვენ.

“ჩვენ ვითხოვდით რომ რთველთან დაკავშირებით საკითხი დამატებულიყო, არც კი მოგვისმინეს არც გლეხებს მოუსმინეს. არ აინტერესებთ კახელი გლეხების გაჭირვება, გადაგდეს ხალხი და იგივეს აგრძელებდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი უნდა მოვიდეს და გაგვცეს პასუხები,”- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომაზე ახალი საკითხის დასამატებლად ოპოზიციის წევრებს კომიტეტისთვის ადრე უნდა შეეტყობინებინათ.

banner
წინა სტატიაში“კახელი კაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელის ბიჭად იქცა” – შალვა ნათელაშვილი მევენახეების აქციაზე
შემდეგი სტატიარატომ დანიშნა სერგეენკომ როლანდ ახალაიას ყოფილი შტაბის უფროსი მაღალ თანამდებობაზე