თორნიკე შარაშენიძე:”გაზპრომზე” ვინცაა ჩამოკიდებული ყველა მისგან ჩამოხსნას ცდილობს

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პირველ კომეტარს აკეთებს საქართველოში რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის” შემოსვლასთან დაკავშირებით.

"გაზპრომზე" ვინცაა ჩამოკიდებული ყველა მისგან ჩამოხსნას ცდილობს

 

მაშ ასე!
ვერ ვისმენ არგუმენტებს თუ რაში გვჭირდება “გაზპრომისგან” მეტი გაზი.
სამაგიეროდ აქეთ მაქვს კონტრარგუმენტები:
1. რუსული გაზი აზერბაიჯანულზე უფრო იაფი არაა;
2. გაზის დეფიციტი აშკარად არ გვაქვს;
3. “გაზპრომზე” ვინცაა ჩამოკიდებული ყველა მისგან ჩამოხსნას ცდილობს;
4. “გაზპრომმა” როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა მაშინ გაგვიძვირა გაზი;
მოკლედ, გაგრძელება შეიძლება…
როცა ბაქო-თბილისი-ერზერუმის წყალობით “გაზპრომს” ჩამოვეხსენით რუსეთის კვლევითი ინსტიტუტები დანანებით წერდნენ საქართველოზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტი დავკარგეთო…
ჰოდა, მინდა აგვიხსნას ენერგეტიკის მინისტრმა რაში გვჭირდება რუსული გაზი
(ყოველი შემთხვევისათვის, არგუმენტი “9 წელი” არ მიიღება… არაფერ შუაშია და წესით არ არ უნდა გამოიყენონ, მაგრამ მაინც – რას გაუგებ ზოგიერთს)-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშირის სანაცვლოდ გახდა კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტი?! (+ ვიდეო)
შემდეგი სტატია,,დღეს მივიღეთ მიშა-2-ის რეჟიმი”– ინაშვილი ,,ქართულ ოცნებას” ტერორში ადანაშაულებს