„თი-ბი-სი“ ბანკი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ბრალდებებს პასუხობს

“თი-ბი-სი” ბანკი გაზეთ “ასავალ-დასავალი” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ბრალდებებს პასუხობს.

ბანკის დამფუძნებლების განცხადებით, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლებს პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მათივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე რამდენიმე წელია აღარ არის კომპანია „ბორჯომის“ აქციონერი და მის მართვაში მონაწილეობას აღარ იღებს. შესაბამისად, ბანკის დამფუძნებლებისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირეს მამუკა ხაზარაძეს, შალვა აბულაძის მიერ ბორჯომში ორგანზიებული აქცია.

“თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებს დაეკისრათ გაზეთში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებების უარყოფა, თუმცა მისივე თქმით, ისინი ამის ნაცვლად აქტიურად განაგრძობენ ცილისმწამებლურ კამპანიას.

პაატა ღაძაძე “ასავალ-დასავლის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ბრალდებებს ბანკის წინაღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს.

“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის და კრიმინალური წარსული მქონე პირების კავშირი, რათა საბოლოოდ წერტილი დაესვას განუკითხაობას და დაუსჯელობას,” – განაცხადა “თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ პაატა ღაძაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: პარლამეტი არ მგონია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია გამოვიძიოთ საქმე
შემდეგი სტატიარუსმა ჰაკერებმა ობამას ინფორმაცია მოპარეს