თინა ხიდაშელი: 1 ოქტომბერი შეგვიფასეთო ერთი წინადადებით: უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სამი წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას “ფეისბუქის” საშუალებით აქვეყნებს და 1 ოქტომბერს აფსებს:

ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა დღეს და ვინაიდან არ ვარ საქართველოში და ვერ ვპასუხობ ყველას ზარებს ალბათ აქედან შემოხმიანება ყველაზე მატივია.
1 ოქტომბერი შეგვიფასეთო
ერთი წინადადებით:
უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!

2012 წლის 1 ოქტომბერის შემდეგ საქართველო რა თქმა უნდა არ არის შევეიცარია, რა თქმა უნდა ქვეყანაში პრობლემები ისევ ბევრია, რა თქმა უნდა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპაციის ქვეშ არის და მტერს მიზანში ვყავართ ამოღებული, მაგრამ
— დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის თავის ისტორიულ ადგილთან.
— დღეს ყველაზე უფრო ამაყად მივაბიჯებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
— დღეს ისე როგორც არასდროს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე თავისუფალია სასამართლო
— დღეს ისე როგორც არასდროს თავისუფალია სიტყვა და ადამიანების არჩევანი დაცულია სახელმწიფოს ძალადობისგან
— 1 ოქტომბრის შემდეგომ საქართველოში საზოგადოების მიერ უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილებს გმირებად არ აცხადებენ
— დღეს ხელისუფლება უსმენს ხალხს, უსმენს ამომრჩეველს, ნიშვნელოვან გადაწყვტილებებს კონსულტაციით და აზრთა შეჯერებით იღებს
— ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ღარიბი ადამიანების საჭიროებებს ხმარედება, ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად
— დიახ მეტი თავისუფლებაა ქვეყანაში და ეს ქილიკი “თავისუფლად სუნთქვის” შესახებ სრულიად უადგილო და ძალიან სასაცილოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან პირადი განაწყენების გამო ციხეში რომ ისტუმრებდნენ ადამიანებს

საკმარისია, ქვეყანაში სადაც უმუშევრობა მაღალია, სადაც ოკუპაცია მძვინვარებს, სადაც კანონის პატივისცემის კულტურა პრაქტიკულად არ არსებობდა, და პერიოდულად ძლიერი ხელის ნოსტალგიაა?

რთული სათქმელია.
ყველაფერი შედარებითია.
მაგრამ მგონია რომ 2015 წლის ოქტომბრისთვის, არჩევნებიდან 3 წლის თავზე, ყველა იმ გამოწვევის და პრობლემის გათვალისწინებით რაც ჩვენს ქვეყანას ქონდა არჩევნებამდე ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.
კარგად ნაკეთებ საქმეში მადლობას არ ვითხოვთ, პრობლემებზე მითითება კარგი, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით:

უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!
კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შანსი და შესაძლობა იყოს წარმატებული! ალბათ ეს არის მთავარი.
სახელმწიფო მეტი თანაბარი შესაძლებლობებისათვის”,- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რუსთავი 2 ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დახურა
შემდეგი სტატიასასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატისთვის მოულოდნელი არ ყოფილა