თინა ხიდაშელი: ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ჯარში სუიციდის შემთხვევების უდიდესი ნაწილი აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება.
როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ხიდაშელმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა, სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმულები არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.
ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება უკომპრომისო.
“სულ რამდენიმე დღის წინ ჯარისკაცმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ან საერთოდ აღარ იყოს ასეთი შემთხვევები, ან მაქსიმალური მინიმალიზაცია მოხდეს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ამ მიმართულებით პოლიტიკა გამკაცრდება, ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არის სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დაუდასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და უკან ვეღარ აღდგება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ამ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სამხედრო სამსახურიდან ასევე გათავისუფლდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები და ისინი, ვინც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალეზე იქნებიან შემჩნეულები.
“მათ მიმართაც უმკაცრესი ღონისძიებები გატარდება. ყველა ამ შემთხვევაში არავითარი კომპრომისი და ნდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება. არ გავითვალისწინებთ არანაირ დამსახურებებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, სწრაფად დავძლევთ სირთულეებს და აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებით ჩავდგებით მოწინავეთა რიგში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ყველა პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება