თინა ხიდაშელი: ჩვენ დავიღუპებით როგორც გმირები

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

“ჩვენ დავიღუპებით როგორც გმირები” , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ბიბისი”-ზე გადაცემა Hardtalk-ში განაცხადა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა განმეორდეს 2008 წლის ომი, ხიდაშელმა უპასუხა: “ეს არ მოხდება დღეს, ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა, თუ მსოფლიო გამოიჩენს სისუსტეს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში, თუ მსოფლიო დამარცხდება თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხში, თუ ნატო იტყვის, რომ ეს არის ის, სადაც თავისუფლება სრულდება, ამის შემდეგ დიახ, ეს მოხდება”.
მისივე თქმით, თუ ეს მოხდება მანამ, ვიდრე საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება “ჩვენ დავიღუპებით როგორც გმირები, ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით”.
თინა ხიდაშელმა “ბიბისის” გადაცემაში ასევე ისაუბრა ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანების გატაცების შემთხვევებზე. მისივე თქმით, თითქმის ყოველდღიურად ადამიანებს, რომლებიც ტყეში მაგალითად სოკოს დასაკრეფად არიან წასულები, რუსი სამხედროები იტაცებენ და მათ როდესაც მოესურვებათ მაშინ ათავისუფლებენ.
თინა ხიდაშელმა Hardtalk-ში “მცოცავი ოკუპაციის” შესახებაც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთის მიმართულებით ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი იქნება
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის