თინა ხიდაშელი – ჩვენი არჩევანი არის რეგიონული პროპორციული სისტემა

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში მხარს რეგიონული პროპორციული სისტემის შემოღებას უჭერს.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს
განუცხადა, “ეს არის ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული სისტემა”.
””ასე უცბად, ერთი ხელის მოსმით მთლიანად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება შეიძლება პრობლემური იყოს. ჩვენი არჩევანი არის რეგიონული პროპორციული სისტემა, რომელზეც ბევრი წელია ვსაუბრობთ და რომელიც ვფიქრობთ, რომ თანაბრად ასახავს ორივეს – როგორც რეგიონებში მცხოვრები ადამიანების განცდას, რომ მათ თავიანთი საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ პარლამენტში, ასევე პროპორციულ წარმომადგენლობას და არის ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული სისტემა. ამ თემაზე დისკუსია დაწყებულია, ძალიან აქტიურ ფაზაშია და იმედია, რომ მოკლე ვადებში ცნობილი გახდება იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც არსებობს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურაა წარდგენილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ხიდაშელის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე თანახმაა