თინა ხიდაშელი: ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ პოლიტიკაში

თავდაცვის მინისტრი ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მომხრეა. თინა ხიდაშელმა დღეს განმარტება არაფორმალურ მმართველობაზეც გააკეთა.

„მირჩევნია ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა. ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილის დავაბრუნებდი ქართულ აქტიურ პოლიტიკაში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საუკეთესო იყო, რაც ჩვენს ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებაში უნახავს. თუმცა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს გავლენა, მის მიმართ არის პატივისცემა, ეს ძალიან ნორმალურია, ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება, სადაც არსებობენ გავლენიანი ადამიანები. ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ არ არის თანამონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესის და მან ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს
შემდეგი სტატიადეივიდ კრამერი ზურაბ აბაშიძეს დახურულ კარს მიღმა ხვდება