თინა ხიდაშელი: სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.
მისი თქმით, ის პასუხს აგებს ყველა სიტყვასა და შეფასებაზე, რომელიც წერია 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოცემულ ანგარიშში, სახელწოდებით “აგვისტოს ნანგრევებში”.
როგორც ხიდაშელმა განცხადა, აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე ღირებული არის ფოტოები, რომლებიც 12 აგვისტომდე და 12 აგვისტოს შემდეგ არის გადაღებული. მისივე თქმით, ფოტოებიდან ჩანს, რომ საომარო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მოხდა სოფლების განადგურება, ადამიანებს სახლებში წვავდნენ.
“ჩვენ აქ დამტკიცებული გვაქვს ათეულობით საქმე, სადაც ცოცხალი ადამიანები სახლებში დაწვეს. ყველა შემთხვევაში დასტურდება რუსული სამხედროების კვალი, როდესაც ჯარისკაცებს, ანუ ომის ტყვეებს აწამებდნენ და როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით სამოქალაქო მოსახელობა ჰყავდათ დაპატიმრებული. ეს დავამტკიცეთ ჩვენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ რუსულ სამხედრო ძალებს და ყველაზე დიდი მასშტაბის ომის დანაშაული ჩადენილი იყო საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.
“რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, დღეს ეს ჩემთვის გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე 2009 წელს, რადგან დღეს, როგორც თავდაცვის მინისტრს, ხელი მიმიწვდება იმ ტიპის ინფორმაციაზე, რაზეც მაშინ წვდომა არ მქონდა და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები დაშვებული იყო ქართველი სამხედოების მხრიდან, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს ომის დანაშაულთან. ერთადერთი სუსტი წერილი, რაც ჩვენ გვაქვს და ამაზე იყო საუბარი, ეს არის თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე. მსგავსი არგუმენტაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან რუსმა ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თვითონ გავიდნენ იმ მანდატიდან, რომელშიც მსახურობდნენ”, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ამის დამტკიცება ქართულ მხარეს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე შეუძლია.
თავდაცვის მინისტრი სრული კატეგორიულობით აცხადებს, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. ფატუ ბენსუდა დღეს საქართველოში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგაბრიელ შულცი: მედია, საქართველოში უფრო მეტი ინვესტორი შემოვა და აღმოაჩენს, თუ რამდენად საინტერესო ქვეყანაა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: უნდა იყოს პარალელური ელექტროგადამცემი ხაზები, ერთის დაზიანების შემთხვევაში მეორე ავტომატურად უნდა მუშაობდეს