თინა ხიდაშელი – საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა

 

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, თავად კი არ სურს მათ რიგებში ჩადგეს , – ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკურლების გაფორმების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, მან გააკეთა განცხადება, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერებოდა და იმავე განცხადებაში ისიც თქვა, რომ ამ თემებზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.

“ვინც თავის დროზე ამაზე ისაუბრა, ჩემი აზრით, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ესაუბრა, ამიტომ მეც არ მინდა, იმ რიგში ჩავდგე. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხი და ეს არის საკითხი, რომელსაც თუ დავახარისხებთ, ყველაზე უფრო მეტად არის სწორედ სახელმწიფო საიდუმლოება. ამიტომ მე მესმის თქვენი სრულიად ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი ლეონიდ თიბილოვს შეხვდა