თინა ხიდაშელი – საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს

როდესაც ნატო-მ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებების დაწყებისთვის.
“შემდეგ, 2009 წელს მსოფლიომ თქვა, რომ კარგი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი დისკუსიები, ახალი პარტნიორობა. გადაიხედა პოლიტიკა და მას მოჰყვა არაერთი სხვა ქმედება. რუსეთი კიდევ ერთხელ მიჩნეულ იქნა პარტნიორად. თუმცა, შემდეგ უკრაინის ამბები დაიწყო. ვფქირობ, რომ თუ აგვისტოს ომის შემდეგ იყო ილუზია, რომ რუსეთი შესაძლოა ყოფილიყო პარტნიორი, უკრაინის მოვლენების და ომის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთისგან პარტნიორობა არ არის მოსალოდნელი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა რუსი სამხედროების ე.წ საზღვარზე გადაადგილების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს.

banner
წინა სტატიაშიფრთხილად – უშიშროება ჩვენზე ნადირობს!
შემდეგი სტატიატაილანდის პოლიცია: ტერაქტი დაახლოებით 10-მა ადამიანმა მოაწყო