თინა ხიდაშელი რუსეთის გადაწყვეტილებაზე – კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება

კარგია, როდესაც რაღაცა ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება, თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.
“რუსეთის კონტრსანქციებში საქართველო არ მოხვდა. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯები ჩნდება. თუმცა სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქამდე ხდებოდა. სხვა სიახლეს ამაში ვერ ვხედავ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველო რუსეთის კონტრსანქციაში არ მოხვდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
“ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა”, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
მათივე თქმით, ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“ქირურთა ერთმა ნაწილმა უკვე მომილოცა ნიკუშას გადარჩენა” – ნატროშვილის დედის მორიგი განცხადება
შემდეგი სტატია“დელტა” გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას გაუწევს