თინა ხიდაშელი: რა ფორმით გვექნება ურთიერთობა ნატო-სთან, ეს ერთი დეპუტატის საპასუხოდ სასაუბრო საკითხი არ არის

რა ფორმით გვექნება ურთიერთობა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ნატო-სთან – ცალ-ცალკე, თუ ერთად, ეს არის სხვადასხვა ფორმატის საქმე , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ლიტველი დეპუტატის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საერთო სამხედრო კავშირი, კერძოდ, ერთობლივი ბატალიონი უნდა შექმნას.
რაც შეეხება უშუალოდ საფრთხეს, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საფრთხეები აბსოლუტურად რეალურია.
“საფრთხეები ძალიან დიდი, აბსოლუტურად რეალური, თვალხილული და არსებულია და ეს არ არის ვირტუალური საფრთხეები, თუმცა მე არ მგონია, რომ ამ სამი ქვეყნიდან რომელიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამაზე ასე, ერთი დეპუტატის განცხადებაზე კომენტარის ფორმატში საუბრობდეს. ეს არის ბევრი სხვადასხვა ფორმატის საქმე – რა ფორმით ვიურთიერთობოთ ნატო-სთან: ცალ-ცალკე, ერთად, ორ-ორი თუ სამივე, ეს არ არის ერთი დეპუტატის საპასუხოდ სასაუბრო საკითხი”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ლიტველი დეპუტატის მოსაზრებით, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საერთო სამხედრო კავშირი, კერძოდ, ერთობლივი ბატალიონი უნდა შექმნას.

banner
წინა სტატიაშიპირველი გადადებული თამაში ოლიმპიადაზე – სპორტის სასახლეში ტაბლო გაითიშა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ჩემთვის რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს ნატო დეკემბრის მინისტერიალზე