თინა ხიდაშელი – პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. მინისტრი დღეს ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრება, რომელიც 15.00 საათზეა დანიშნული.
შეხვედრის დაწყებამდე თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ნდობის ჯგუფის წევრებს საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწოდებს.
,,პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი. ყველა კითხვაზე მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ თუკი სხვა თემებიც ექნებათ ნდობის ჯგუფის წევრებს. აქ ვართ, რომ ხელშეკრულებაზე ვისაუბროთ. ეს დოკუმენტი მთავარსარდალს უკვე გავაცანით და შემდეგი გაჩერება პარლამენტშია”, -განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაში“არ გავაკეთებ კომენტარს,”- თამარ ბერუჩაშვილი
შემდეგი სტატიასააკაშვილმა რუსი მარია გაიდარი მოადგილედ დანიშნა