თინა ხიდაშელი: არც ერთი თეთრი თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არ მოაკლდება

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირებაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.

როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, უწყების ბიუჯეტში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუ კი მასში გათვალისწინებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიცაა რბილი ავეჯის ყიდვა ან მსგავსი რამ.

„ბიუჯეტის კორექტირებაზე რაიმე კონკრეტული საუბარი მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სამინისტროს დავალებული გვაქვს, წარმოვადგინოთ ჩვენი ვერსიები. 10 ივნისამდე წარმოვადგენთ ამ ინფორმაციას. ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არ მოაკლდება. თუ კი იყო გათვალისწინებული რამე, მაგალითად რბილი ავეჯის შესაძენად, ამას აღარ ვიყიდით“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართი კიდევ 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა