თინა ხიდაშელის ინფორმაციით, კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახი სახელმწიფოსგან 100 ათას ლარს მიიღებს

ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად გორის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს, კაპრალ დავითაიას ოჯახი სახელმწიფოსგან 100 ათას ლარს მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
“მთავრობის სხდომაზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კაპრალ დავითაიას ოჯახისთვის 100 ათასი ლარის გადაცემის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ავღანეთში დაღუპულ ჩვენს მეომრებთან მიმართებაში. ეს თემა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, რის გამოც მინდა ამ ოჯახს ბოდიში მოვუხადო. საქართველოს მთავრობა და ქართული სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში ეს თემა დასრულდება”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
რამაზ დავითაია გორის ჰოსპიტალში 2015 წლის ივნისში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ფიზიკური პირების ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 18 მილიონი ლარია საჭირო