თინათინ ხიდაშელმა უეფას სუპერთასის 53 ბილეთი ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის ითხოვა

თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უეფას სუპერთასის 53 ბილეთი ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის ითხოვა. ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გამოითხოვა თუ არა მისმა უწყებამ ფეხბურთის ფედერაციიდან უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები.
“დიახ, მე გავგზავნე წერილი და ვითხოვე 53 ბილეთი ავღანეთში დაჭრილი, ამპუტირებული ჯარისკაცებისთვის. მათთვის გვინდოდა სიურპრიზის გაკეთება, სამწუხაროდ, ამ აჟიოტაჟის გამო სიურპირზი აღარ გამოვიდა. დიახ, მე ვითხოვე ბილეთები ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და თუ ვინმეს ამასთან რაიმე პრობლემა აქვს, შემიძლია ყველას ავუხსნა, რატომ ვერ შეძლებდნენ ისინი რიგში დადგომას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო – რუსეთს უფლება აქვს არ შეასრულოს სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები
შემდეგი სტატიაგლდანში აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა