“თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია, არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მთავრობის დამტკიცება,” – გივი თარგამაძე

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გივი თარგამაძე ეხმაურება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით, არცერთმა პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატმა არ უნდა დაუშვას ივანიშვილის მორჩილი მთავრობის დამტკიცება.

„ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, თუ რამხელა დარტყმა მიაყენა სახელმწიფოებრივად და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ღარიბაშვილის კლანურმა, უნიათო, კორუმპირებულმა მთავრობამ და ამდენად თითოეული პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატის ვალია არ დაუშვას ბიძინა ივანიშვილის მორჩილი, ახალი მთავრობის დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა წავა კიდევ უფრო უკან,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაში„სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის მართვას, ეკონომიკის ნგრევა გაგრძელდება”, – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა