„თითოეული დამნაშავის დასჯა სახელმწიფოს ღირსების საქმეა,“ – კახა კალაძე

კახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვა

კახა კალაძე ვაზაგაშვილების ტრაგედიას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ოჯახის გაუბედურებაში, უნდა იქნას გამოვლენილი და დასჯილი.

„შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ. ეს საშინელი დანაშაული სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული. საზოგადოება აღელვებულია და პასუხს ითხოვს. ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება. ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. სამწუხაროდ, კარგად მესმის თითოეული მოკლულის ოჯახის. ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე.
ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი,” – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშითუკი დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას გადაურჩებიან მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება
შემდეგი სტატიათამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს კიევში გადმოასვენებენ