თვითმფრინავის საბარგულში ჩაძინებული მტვირთავის გამო საგანგებო დაშვება განხორციელდა

კომპანია Alaska Airlines-ის თვითმფრინავი საბარგულში მყოფი მტვირთავით აფრინდა, რომელიც იქ შემთხვევით აღმოჩნდა.
მფრინავებმა ხმაური და ყვირილი გაიგონეს სატვირთო განყოფილებაში და მაშინათვე სთხოვეს დისპეჩერებს საგანგებო დაჯდომა.
შედეგად, ბოინგ-737, რომელიც მიფრინავდა რეისით AS448 ლოს-ანჟელესში, აფრენიდან 14 წუთის შემდეგ ისევ სიეტლში დაბრუნდა.
მტვირთავმა, რომელიც თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჩაეძინა და გაეღვიძა აფრენისას. ის თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში. გამოწერის შემდეგ კი ნარკოტესტი გაიარა.
თვითმფრინავმა რეისი ერთი საათის დაგვიანებით განახორციელა.

banner
წინა სტატიაში4 ამერიკელს ერაყში ჩადენილი დანაშაულისთვის 30 წელი მიესაჯა
შემდეგი სტატიათურქეთში ატომური სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ