თვითმფრინავის მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები იყვნენ

http://www.timer.ge/?p=15379თვითმფრინავი Airbus A320 , რომელიც ავიაკომპანია Germanwings-ს ეკუთვნის, დღეს დილით ბარსელონა-დიუსელდორფი რეისის შესრულებისას საფრანგეთის სამხრეთით ჩამოვარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი რთულად მისადგომ ადგილას ჩამოვარდა. საფრანგეთის სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ კატასტროფის ადგილზე.
„თვითმფრინავის ნაწილები ისეთ დღეშია, რომ წარმოუდგენელია ვინმე გადარჩენილიყო“ – თქვა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში.

მან ასევე თქვა, რომ აპირებს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დაუკავშირდეს, რადგანაც თვითმფრინავის მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები იყვნენ, ასევე ესპანეთის მეფეს ფილიპ VI-ეს.
პრეზიდენტმა გამოსვლაში განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ამავე დროს მფრინავებმა ტრაგედიის წინ სიგნალი დააფიქსირეს.
კომპანია Germanwings-მა თავის ტვიტერ გვერდზე დაწერა, რომ მომხდარის შესახებ ფლობს ინფორმაციას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაადასტურებს იმას, რომ ეს მისი კომპანიის თვითმფრინავს შეემთხვა.

banner
წინა სტატიაშიფოთში კონჯარიების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით პოლიციამ საცხოვერებელი სახლიდან გამოასახლა
შემდეგი სტატია“გეგი ნიჟარაძე კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს,”-დავით ნარმანია