თერჯოლის გამგებელს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

policia

თერჯოლის გამგებელსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო რაც როსტომ გავაშელიშვილი გამგებლის თემურ ჯაფარიძის კაბინეტში შევიდა და პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ ის არ დაასაქმეს გამგეობაში.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილმა გამგებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. თავად ჯაფარიძე აცხადებს, რომ პიროვნება, რომელიც მას დაუპირისპირდა ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილი ქართული ოცნების წევრია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით როსტომ გავაშელიშვილი გამგეობაში ნასვამი მივიდა.

მამაკაცი გადაყვანილია პოლიციაში და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისარფში დაკავებული ქართველი გოგონა ჩემოდნით გადაჰქონდათ
შემდეგი სტატიამთავრობის გადადგომის მიმართულებით “ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა გააჩნია