„თენგო ოჩამჩირსკი“ „კანონიერი ქურდის“, ძველი პლეადის წარმომადგენლის, 69 წლის ვალიკო ჯეჯეიას დისშვილი დააკავეს+ვიდეო

11304167_464331340393725_1910637793_nე.წ. კანონიერი ქურდი „თენგო ოჩამჩირსკი“, იგივე თენგიზ კორსაგია მოსკოვში, „ლუკოილის“ ერთერთ ბენზინგასამაღთ სადგურზე იმ დღეს ნაყიდ უცხოური მარკის ავტომანქანაში აიყვანეს.

ახალი Toyota Land Cruiser-ით ბენზინგასამართ სადგურზე გამოჩენისას მასთან პოლიცია გამოცხადდა, მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა და პირადი ჩხრეკისას 6 გრ. ოდენობით ჰეროინი აღმოუჩინა.

კორსაგიას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ძველი პლეადის წარმომადგენლის, 69 წლის ვალიკო ჯეჯეიას დისშვილია, რომელიც წარმოშობით ასევე აფხაზეთიდან, კერძოდ, ილორიდანაა.

43 წლის „თენგო ოჩამჩირსკი“ უკვე 18 წელია, რაც „კანონიერი ქურდის“ ტიტულს ატარებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ის გისოსებს მიღმა არც ერთხელ არ აღმოჩენილა. თენგო ე.წ. სოხუმის კლანში მოიაზრება, რომელსაც ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ დაჯგუფების მოწინააღმდეგეებად იცნობენ.

banner
წინა სტატიაში,,ეხო მოსკვი,, – გამოკითხვა საკაშვილზე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პოლიციამ საქართველოში მცხოვრები 33 პირი დააკავა