„თენგო ერისთავის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა“

შს მინისტრს ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თენგო ერისთავის საქმეს პროკურატურა იძიებს და მოხდა თუ არა მისთვის ნარკოტიკების ჩადება გამოძიება დაადგენს.

როგორც გომელაურმა განაცხადა, ერისთავი იმის გამო არ გაუთავისუფლებიათ, რომ თითქოს მას ნარკოტიკი ჩაუდეს. შს მინისტრის განმარტავს რომ ერისთავის გათავისუფლება მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა. მისივე თქმით, თუკი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ყველა პირი შესაბამისად იქნება დასჯილი.

„ის გამართლდა არა იმის გამო, რასაც ამბობდა ადვოკატი, რომ ჩაუდეს წამალი და ამიტომ გათავისუფლდა. ის გათავისუფლდა იმიტომ, რომ მისი დაკავებისას იყო პროცედურული დარღვევები, თუმცა ჩაუდეს თუ არა მას ნარკოტიკი, ამაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურული დარღვევები იყო და მას ბრალი ვერ წაუყენეს, ის გათავისუფლდა. მიმდინარეობს გამოძიება და თუ დადასტურდება ჩადების ფაქტი, რა თქმა უნდა, დამნაშავეები დაისჯებიან“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი ოკუპანტების მიერ სოფელ ქურქუსანიდან მამაკაცის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა
შემდეგი სტატია„არ ვიცი რაზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი. თუ მოგვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციებს, გადავამოწმებთ“