თენგიზ გუნავა დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
” მოკლედ ყველაფერს როგორ უკუღმა აკეთებთ?! თუ ადრე მიუღებელი იყო დადიანების სახლ-მუზეუმის მახლობლად სასტუმრო აშენებულიყო, რომელიც არ აშენებულა ყველამ ვიცით, ახლა რა ხდება ბიძინას (დაჩა) უკეთესად გამოიყურება თუ როგორ არის საქმე?! მე კარგად მახსოვს ზუგდიდლების უმთავრესი მოთხოვნა, რომ ბულვარი მიერთებოდა მუზეუმის ტერიტორიას და სასახლის ხედი კარგად გამოჩენილიყო, რაც ერთობლიობაში ბრწყინვალე სურათს მოგვცემდა.

სწორედაც იმ დროს წარმოიშვა სტადიონის გადატანის საკითხი კომბინატის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობდა იმ უბნის განვითარებას, ხოლო ქალაქის ცენტრში კი გვექნებოდა უმშვენიერესი ადგილი სადაც ადგილობრივები და ასევე ტურისტები ისეირნებდნენ, დაისვენებდნენ, დაათვალიერებდნენ და დატკბებოდნენ ჩვენი სავიზიტო ბარათის დადიანების სახლ-მუზეუმის ხედით, არავინ არ არის ინვესტიციის წინაამღდეგი ეს კარგად უნდა გვესმოდეს, უბრალოდ კაცურად მაინც თქვით რამ გადაგაწყვეტინათ აღნიშნული ტერიტორიის გამოტანა?! ასი ქარხნიდან ერთი მაინც აეშენებინა ჯერ თქვენს ბელადს?!” – წერს გუნავა.

banner
წინა სტატიაშიფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა მედიასთან ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს