თემურ შაშიაშვილი:-„დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“

თემურ შაშიაშვილი:-„დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“

თემურ შაშიაშვილი:-„დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ აუცილებელია გარედან შემოგდებული სატელევიზიო სამართალის დამარცხება.
-„ეს შეუძლებელია გააკეთოს რომელიმე პოლიტიკოსმა, რომელიმე ცალკე აღებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამას სჭირდება მთელი ქვეყნის კონსოლიდაცია. ადრე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ქვეყანას ამშევენ და აუძლურებენ, რომ ადვილად მართონ-თქო, სამწუხაროდ გამართლდა ჩემი პროგნოზი და ვხედავთ, რომ დამშეული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა ადვილია. დღეს ქვეყანაში არსებული სატელევიზიო სამართალი ამკვიდრებს უიმედობას, დეპრესიას, უიმედო ადამიანების მართვა კი ადვილია, თუნდაც იმიტომ, რომ არავის არ აქვს არც არცევნების იმედი, არც არაფრის შეცვლის იმედი და ეგუება იმას, რა მდგომარეობაც აქვს“.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ ძველი მთავრობის ლანძღვით არ უნდა იყოს დაკავებული და უნდა იფიქროს მომავალზე, უნდა გადადგას ნაბიჯები უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად.
მისივე თქმით დღეს პოლიტიკოსების დრო არ არის, ისეთი პოლიტიკოსების, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და სხვა ქვეყენის მიერ იმართებიან.
-„უნდა დამთავრდეს ისეთი პოლიტიკოსების დრო, რომლებიც ეკურკურებიან ელცებს, მე პირდაპირ ვეუბნები როგორც რუსეთის, ისე ამერიკის მთავრობას-თქვენ საქართველო არ გინდათ, თქვენ საქართველო გჭირდებათ. მე შევეცდები თუ ხელისუფლებაში მოვედი ვიყო კარგად ყველა ქვეყნის ხალხთან. ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ის მოდის ხელისუფლებაში, ეს იციან ამ პოლიტიკოსებმა და ხმამაღლა ლანძღავენ ბატონ ბიძინას. შევარდნაძეს ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ ახსენებ ასე ხშირად სააკაშვილის გვრს, თორემ ეს მისადმი ინტერესს იწვევსტქო, ივანიშვილიც აგრძელებს შევარდნაძის კურსს, უამრავჯერ ახსენებს იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც ხალხს უნდა დავავიწყოთ“.
შაშიაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ „დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“.

-„ახალი ხელისუფლება მოხვედით და პენსიონრების პრობლემები ვერ მოაგვარეთ, პენსიონერი რამდენიმე თვის პენსიას ერთად რომ აიღებს, მერე უამრავ პროცენტს ტოვებს ბანკში. თქვენ რეალურად ბანკებს გაუკეთეთ საქმე და გაამდიდრეთ ისინი. დღეს სწორედ რომ ბანკირის ფილოსოფიით იმარტება ქვეყანა, რაც კარგია ბანკში და არა ქვეყანაში. მთელ ქვეყანას ერთი ბანკის ფსიქოლოგია მოედო. ამის გაძლება არ შეუძლია იმ ქვეყანას, სადაც უმუშევართა რაოდენობაც არ ვიცით და საერთოდ არ არის განსაზღვრული ეს სტატუსი. დღეს დიდი კონსოლიდაციაა საჭირო ქვეყანაში.
უნდა დამთავრდეს ერთპიროვნული და ანონიმური მართვა და ყველამ უნდა გავინაწილოთ სოლიდარობა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“.
შაშიაშვილის თქმით „საქართველოს გადარჩენა შეუძლია ქართული განწყობის და საქართველოზე საქართველოზე ორიენტირებული მოაზროვნე ადამიანების კონსოლიდაციას“

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთმა სეპარატისტებს 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადასცა – აცხადებს ნატოს სარდალი