“თელასი” განმარტებებს აკეთებს

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის წარმომადგენლის განცხადებით, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია წინასწარ დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ეტაპობრივად ეთიშება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გეგმიური სამუშაოების ერთი დღით გადადება მეტი რაოდენობის აბონენტების გათიშვას გამოიწვევდა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელექტროენერგია რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესების გამო ითიშება, თელასში უარყოფენ.

„არავითარი საერთო არ აქვს მიმდინარე პროცესებს, რაც ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით,“ – განმარტავს თელასის სადისპეჩერო სამსახურის უფროსი ბორის კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაში“მე მსგავს განცხადებას არასდროს გავაკეთებ” – თამარ კორძაია პრემიერის განცხადებაზე
შემდეგი სტატია„სამართლიანობის აღდგენა მაინცდამაინც ხალვაშით იწყება? იცით, რა რიგია?”