“თელასის” სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე იქნება მიღებული

“თელასის” სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც “თელასის” სატარიფო განაცხადზე საქმის წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიამ წარმოების დაწყების თაობაზე ისჯელა, სემეკ-მა “თელასის” სატარიფო განაცხადის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებების წარმოების ბოლო ვადად 31 აგვისტო განისაზღვრა, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მაქსიმალური ვადა 2015 წლის 18 დეკემბრით განისაზღვრა.
როგორც საზოგადოებრივმა დამცველმა, ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ვინაიდან ტარიფების თემა არის მწვავე საკითხი საზოგადოებისთვის, შესაბამისად ენერგო ომბუდსმენის აპარატთან იქმნება მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში მოხდება ალტერნატიული ვარიანტების განხილვა, რომელსაც შემდეგ გადამუშავებული სახით წარუდგენენ კომისიას. როგორც სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე იყო პირველი გამოხმაურება და ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს ამ ჯგუფის მუშაობაში.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა “ქართული დასის” ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, რომელმაც განაცხადა, რომ სემეკი არღვევს კანონს საჯაროობის შესახებ, რადგან არ ატყობინებს ხალხს თუ როდის გაიმართება სხდომები. ბაღათურიას თქმით, სემეკი ასევე არ ასახელებს იმას თუ რამდენით ითხოვს “თელასი” ტარიფის გაზრდას. ჯონდი ბაღათურიას განცხადებას სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯაროობის შესახებ ის პრეტენზიას ვერ მიიღებს, რადგან ყველა ინფორმაცია, რაც სხდომებს ეხება, სემეკის ვებგვერდზე არის განთავსებული. როგორც მილორავამ აღნიშნა, ტარიფს აქვს ოთხი კომპონენტი, შესაბამისად ვიდრე კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, ტარიფის თითოეულ ბლოკთან დაკავშირებით გაიმართება განხილვები, რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. როგორც მილორავამ აღნიშნა, სემეკი მზადაა საჯარო განხილვებისთვის.
დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა “თელასის” წარმომადგენელმა მიშა ანთაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის სატარიფო განაცხადში არ არის მითითებული თუ რამდენით უნდა გაიზარდოს ტარიფი, არამედ მასში გაწერილია ის ხარჯები, ვისი გაწევაც მოუწია “თელასს” და რაც მოუწევს მომავალში. როგორც “თელასის” წარმომადგენელმა აღნიშნა, ის მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს სემეკ-თან, რათა მოხდეს ტარიფის გაანგარიშება.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: გიორგი მარგველაშვილმა ხალხს თავი შეახსენა
შემდეგი სტატიაანტონიო ბანდერასმა რომანი შვილისხელა გოგოსთან გააბა+ foto