თელავში 36 წლის მამაკაცი მოკლეს

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა თელავში 36 წლის მამაკაცი მოკლეს.ყოფილ პოლიციელს, ბექა აბულაძეს ავტომატიდან საკუთარ სახლთან ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის, ოთარ აბულაძის თქმით, მკვლელობა შესაძლოა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.
ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის თელავის ყველა გასასვლელი კონტროლდება, საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რეიდს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა და მაკკეინიმ ოდესაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს (VIDEO)
შემდეგი სტატია,,სააკაშვილის 8 1/2 ქალი,, დაპირებული რუსული კომპრომატი სააკაშვილზე… (VIDEO)