თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდავაშინგტონმა ათენს და ბრიუსელს რეფორმებისა და ფინანსური დახმარებისთვის კომპრომისისკენ მოუწოდა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საბერძნეთის მთავრობას და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, რომ ევროზონა შეინარჩუნონ და რეფორმების და დახმარებების შეასხებ კომპრომისი გამონახონ. ეს საბერძნეთის კრიზისის განმავლობაში აშშ-ს პირველი კომენტარი იყო.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის თქმით, ოროვე მხარემ მოლაპარაკებებზე მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს. ვაშინგტონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ევროპისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ამასთანაე, აშშ-ს ფინანსთა მინსტრმა ჯეკ ლუმ საბერძნეთის პრემიერთან ალექსის ციპრასთან და ახალ ფინანსთა მინისტრთან ევკლიდის ცაკალოტოსთან სატელეფონო საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის და საბერძნეთის მოლაპარაკლებები შედეგიანი იქნება. მისი სიტყვებით, საბერძნეთის მთავრობას “ფინანსური და სტრუქტურული რეფორმები სჭირდება იმისთის, რომ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს”.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთს ევროჯგუფისთვის ახალი გეგმა არ წარუდგენია
შემდეგი სტატიაოდესის მერი გუბერნატორს უპირისპირდება…?