თეთრი სახლი: აშშ მზად არ არის უკრაინისთვის იომოს, მაგრამ მას დაეხმარება

tetri saxliჯოშ ერნესტი: “აშშ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მხარს უჭერს, რომლებიც ცდილობენ წინ აღუდგნენ იმ საშიშროებებს, რომელიც მათ წინაშეა.”

თეთრ სახლში ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ადმინისტრაციის პრეს-მდივანს ჯონ ერნესტს სთხოვეს უკრაინის და ერაყის სიტუაცია შეედარებინა ერთმანეთისთვის და აშშ-ს მათდამი დამოკიდებულება განესაზღვრა.  “ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ, რომ აშშ მხარს უჭერს ერაყელ ხალხს, მაგრამ მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები.” ამ წინადადების შემდეგ ერნესტს კითხეს: “საინტერესოა, ასევე ფიქრობს პრეზიდენტი უკრაინის პრობლემებზე?”
“სიტუაცია ამ ორ ქვეყანაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თუკი ვილაპარაკებთ უკრაინაზე, ის სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც ემუქრებიან და რომლის სუვერენიტეტს მეზობელი დიდი ქვეყანა არღვევს. ერაყში კი აბსოლუტურად სხვა საშიშროება დგას  და ამ საშიშროებას ტერორისტული ორგანიზაცია ქვია.”

“აშშ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მხარს უჭერს, ისინი ცდილობენ წინ აღუდგნენ საშიშროებას, რომლიც მათ უსაფრთხოებას ემუქრება.
აშშ არ არის მზად რომ უკრაინის გამო იომოს. ჩვენ ეს მკვეთრად დავაფიქსირეთ, მაგრამ ამავე დროს, აშშ-ს და ჩვენს ნატოელ პარტნიორებს შესაძლებლობა აქვთ რუსეთის მხრიდან აგრესიას შეეწინააღმდეგონ, რომელიც ძალიან უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი მომავალ კვირას დეტალურად ისაუბრებს, როცა მონაწილეობას მიიღებს ევროპაში დაგეგმილ შეხდერაში” – განაცხადა პრეს-მდივანმა.
მან ასევე კომენტარი გაუკეთა რუსულ სამხედრო სწავლებებს, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ წელს რუსეთი მსგავს სწავლებებს ახორციელებდა და ეს განსაკუთრებით არ მაკვირვებს. მაგრამ ეს არის ის, რასაც გულისყირით მივადევნებთ თვალს, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა შესაძლებელი ამან რაიმე სახის ზეგავლენა იქონიოს ჩვენი ან ჩვენი ნატოელი პარტნიორების უსაფრთხოებაზე” – თქვა აშშ-ს ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობა ცრუ დასმენის მუხლით გადაკვალიფიცირდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრთან მის შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს