თედო ჯაფარიძემ ბან კი-მუნს კითხვით მიმართა, რატომ აღარ აქტიურობს გაერო საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე დაინტერესდა, თუ რატომ აღარ აქტიურობს გაერო საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში.
“მე კავკასიის ქვეყნიდან, საქართველოდან ვარ. ადრე გაერო აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ დღეს ვეღარ ვხედავთ ამ მხრივ ორგანიზაციის აქტიურობას”, – მიმართა ჯაფარიძემ გენერალურ მდივანს.
თავის მხრივ ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ შეშფოთებას გამოხატავს კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული არსებობს.
“ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ საკითხების გადაჭრა შესაძლებელია პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, ურთიერთგაგებითა და გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით. მე, რა თქმა უნდა, ვფლობ ინფორმაციას აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის “ხელშეკრულებებზე” და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატულ მეტად კრიტიკულ პოზიციაზე. აღნიშნული ხელშეკრულებები უარყოფით გავლენას ახდენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ვიმედოვნებ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, რათა არსებული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაიჭრას”, – განაცხადა ბან კი-მუნმა.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია 22 ივნისს დაიწყო და 26 ივნისამდე გასტანს.

banner
წინა სტატიაშინატო უკრაინას საჰაერო სივრცის კონტროლში დაეხმარება
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოში ეწვევა