თებერვალში სესიები სამთავრობო საათით გაიხსნება

parlamenti

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის წევრების მოსმენას დაიწყებს. დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სურთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მათი უწყებების მიერ როგორ სრულდება ის ვალდებულებები და რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშებში არის მოხვედრილი.

„საინტერესო იქნება მოვისმინოთ ამ პრეტენზიების საპირწონედ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების არგუმენტები,. ყველა ის წუხილი, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს თავის ანგარიშში, იქნება პასუხ-გაცემული, მათ შორის საქმეების გამოძიების დაჩქარების და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით,“ – განმარტავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

მინისტრების მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ, თებერვლიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისასამართლოში შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ვიდეო აჩვენონ
შემდეგი სტატიარომელი სამინისტრო ასრულებს ომბუცმენის მითითებებს ყველაზე მეტად?!