„თებერვალში ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია“

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამოქვეყნებული გასული თვის ინფლაციის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

ხადურის თქმით, მთავრობა დაგეგმილ მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო დაბალ მაჩვენებელს ელოდება.

„თებერვალში ინფლაცია საკმაოდ დაბალია. როგორც იცით, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნულ ბანკს 5% აქვს დადგენილი, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ წელს ინფლაცია უფრო დაბალი იქნება“, – განაცხადა ხადურმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში„იმ შემთხვევაში, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ სხვა მექანიზმებს გამოიყენებს“
შემდეგი სტატიაანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა