თეა წულუკიანი: უფრო მეტია სამუშაო, რომ საკუთარ რჩეულებს ხალხი უკეთესად იცნობდეს

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულკუკიანის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში პრინციპში ახალი არაფერია.

როგორც მან კვლევის შედეგების შეფასებისას, ჟურნალისტებს განუცხადა, კარგია, რომ კვლევის სახით, ხელისუფლებას სამუშაო ინსტრუმენტი ექნება.

„ამ კვლევაში პრინციპში ახალი არაფერი არ არის. ის, რომ გამგებლებმა და მერებმა კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ, ეს ისედაც ვიცით და კარგია, რომ ამის შესახებ გვექნება უკვე კვლევის სახით სამუშაო ინსტრუმენტი. მე ეს ძალიან მიხარია, რომ სასწრაფო დახმარება, იუსტიციის სახლები და სხვა, ამგვარი სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პროექტები არის წარმატებული, მაგრამ როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ხელისუფლების დროს, უფრო მეტია სამუშაო იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ რჩეულებს ხალხი უკეთესად იცნობდეს, იქნება ეს მაჟორიტარები, გამგებლები თუ მერები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მერების და გამგებლების პოზიციები რეალურად სულ ერთი წელია რაც არჩევითი გახდა.

„ეს ჩვენი ხელისუფლების გაბედული გადაწყვეტილება იყო და ალბათ დროსთან ერთად, ეს პრობლემებიც გამოსწორდება, როდესაც თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობა უკეთესად ისწავლის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის საქმიანობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 19% აფასებს
შემდეგი სტატია“რამდენადაც უფრო ინფორმირებული იქნება პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან პოლიტიკურ ვითარებაზე მით უკეთესია”