თეა წულუკიანი – სიმართლის გარკვევის მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან გაიწელა

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

სიმართლის გარკვევის მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან გაიწელა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს.

“პირველ რიგში მივუსამძიმრებ იური ვაზაგაშვილის მეუღლეს. ეს არის ქალბატონი, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ტრაგედია ტრაგედიაზე გადაიტანა. წინა ხელისუფლების პირობებში იგი მუდმივად მოლოდინში იყო, რომ სიმართლე გაირკვეოდა. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ასეთ მოლოდინშია. ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს. ეს მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალიან გაიწელა და ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს არის ფაქტი. ამას მე ვამბობ არა იმიტომ, რომ ბატონი იური დღეს ჩვენთან აღარ არის, არამედ ეს არის დიდი ხნის ფაქტი”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩემთვის შავი დღე გათენდა
შემდეგი სტატიაკიევში ხვალ თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება