თეა წულუკიანი – საქართველოსა და უკრაინის გარეშე ევროპა უსაფრთხო არ იქნება

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

ევროპაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული პრობლემების იმპორტი არ სჭირდებათ. ჩვენ ვუხსნით, რომ საქართველოსა და უკრაინის გარეშე უსაფრთხო ევროპა არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინულ День-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც საქართველოს ნაწილი, ევროპისთვის სავიზო რეჟიმის მიმართულებით არანაირ პრობლემებს არ შექმნიან. იმიტომ რომ, ევროკავშირში მოგზაურობას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც ქართული ბიომეტრული პასპორტი ექნებათ”, – განაცხადა წულუკიანმა.
ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ როგორი პოზიცია აქვს ქართულ მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში ქართველები ომობენ.
“საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი მარტივი პოზიცია აქვს. მე ქედს ვიხრი გმირების წინაშე და არამხოლოდ ქართველების, არამედ უკრაინელების. ისინი მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის არ იბრძოდნენ _ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, საერთო პრობლემები. ამიტომ, როდესაც საქართველოში დაღუპული მებრძოლების ჩამოსვენება ხდება, ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან ახლოს მიაქვს გულთან, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ერთადერთი, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ და კრიმინალიზებას ვახდენთ, ესაა ჩვენი შვილების წასვლა სირიის ომში და სხვა ქვეყნებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში. ჩვენ ახლა კანონმდებლობის დონეზე დავარეგულირებთ, რომ თუ ვინმე პროპაგანდას უწევს ასეთ მოქმედებებს, შესაბამისად დაისაჯოს”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშილაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ იქნება