იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს საკუთარი უწყების რეგლამენტის გადახედვას ურჩევს.
„გიორგი პაპუაშვილს მე ვურჩევდი საკუთარ სასამართლოს რეგლამენტს გაეცნოს, პირველ რიგში, რადგან რეგლამენტში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში ან ეზოს რომელიმე კუთხეში, არამედ სათათბირო დარბაზში. კასკადია პროცედურული დარღვევების, ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მხოლოდ. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი.რა თქმა უნდა, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცული, მაგრამ მოქალაქეს აქვს შეკრებს და გამოხატვის თავისუფლება“,-განაცხადა წულუკიანმა.