თეა წულუკიანი მოსამართლე ურთმელიძის დედის საქმეზე პირველ კომენტარის აკეთებს

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია აქვს. მისი განცადებით, დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ვადების დაცვის აუცილელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ის ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლის.

„რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება,“ – თეა წულუკიანი

თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წაუყენებენ. საუბარია 2014 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტზე. სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა. თაროზე შემოდებული საქმე გამომძიებლებისთვის აქტუალური 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა – რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე რუსთავის 2-ის ქონებას ყადაღას დაადებდა.

ვალერი სილაგაძე დაზარალებულად მომხდარიდან ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ, სექტემბერში ცნეს – ეს თარიღი კი რუსთავის 2-ის პარტნიორი ტელეკომპანიის “საქართველოსთვის” ყადაღის დადებას ემთხვევა.

banner
წინა სტატიაშიირინა აგრბა: აფხაზეთის დამოუკიდებლობა საფრთხეშია… (VIDEO)
შემდეგი სტატიაშსს-მ სასტუმროს ნომრიდან ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო