თეა წულუკიანი: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს

თეა წულუკიანი -

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, – ამის შესხებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში განუცხადა, სადაც თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო. წულუკიანის შეფასებით, ზურა მუზაშვილი არის ადამიანი, ვინც მომავალი თაობებისთვის სამაგალითო თავდადების მაგალითის მიმცემი იქნება.
“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ზურაბ მუზაშვილს. მაშველს, რომელმაც 7 მოქალაქე გადაარჩინა, სანამ თავად იქნებოდა წყლის მიერ გატაცებული. ასევე დღეს ჩვენ ვემშვიდობებით დებ ზარანდიებს, ჩვენს სანაქებო სტუდენტს ზუგდიდიდან, მარიამ ქუთელიას და კიდევ რამდენიმე მსხვერპლს. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ზურაბ მუზაშვილი იქნება სამოქალაქო თავდადების მაგალითი მომავალი თაობებისთვის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ივანიშვილმა მდაბიურად “იჟმოტა”
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია