თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს. შესაბამისი შინაარსის კომენტარი წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
“ეს არ არის საჭირო”, – განუცხადა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს შეკითხვაზე, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობას, რა წინადადებითაც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოდის.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, უმჯობესი იქნება თუკი მთავარ პროკურორს პარლამენტთან შეთანხმებით პრეზიდენტი დანიშნავს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ “ინტერპრესნიუსს”‘რამდენიმე დღის წინ განუცხადა, მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნის წესზე მთავრობის იმ სამოქმედო გეგმაშია საუბარი, რომელსაც 2012 წლის 25 ოქტომბერს ახლად არჩეულმა პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა საქართველოში აჩვენა, რომ პრაქტიკაში ხარვეზები აქვს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს