თეა წულუკიანი: მეგობრობა შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ განახორციელებენ

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში “რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები” არავის არასდროს უხსენებია.
როგორც წულუკიანმა ”უკრინფორმთან” ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე რუსეთთან მეგობრობა შეუძლებელია და საუბარია მხოლოდ სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაზე.
“საქართველოში, ამ ხელისუფლებასა და საზოგადოებაში, არავის არასდროს სიტყვა “მეგობრული ურთიერთობები” არ უხსენებია, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. როგორ შეიძლება იმეგობრო და ისაუბრო მეგობრულ ურთიერთობებზე ქვეყანასთან, რომელიც ოკუპანტია?! ამიტომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ მეგობრობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭიროა რაღაც ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა. ასეთი საკითხები გვაქვს, ვინაიდან ჩვენთან ოჯახები დაინგრა, როდესაც საოკუპაციო ხაზი გაევლო და დედები ერთ მხარეს დარჩნენ, შვილები – მეორეს. ეს ჰუმანიტარული საკითხებია. ამ და სავაჭრო საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ შევქმენით არაოფიციალური ფორმატი. ეს ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო და რუსეთი ხვდებიან და ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე საუბრობენ. მეგობრობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ განახორციელებენ”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპული მთავრობაა და საწინააღმდეგოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ.
“მე ვერ შევძლებდი გამეტარებინა ის მტკივნეული რეფორმები, რასაც ევროკავშირის მიერ მოცემულ საშინაო დავალებას ვეძახი, მთავრობა, უკლებლივ ყველა მინისტრი, პრემიერი ევროპელები რომ არ ყოფილიყვნენ. ეს ჩემი ვექტორი არ არის, ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა. საქართველოში მთავრობა ერთი დღით მაინც რომ დაეჭვებულიყო, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი, მისი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. ხალხი ამას არ დაუშვებს. ამიტომ ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ, უსაფუძვლოა. ამას ამბობენ ისინი, ვისაც საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საკუთარი თავის ერთადერთ პროდასავლურ ძალად წარმოჩენის იმედი აქვთ. ეს მხოლოდ მათი პროპაგანდაა. ეს არის პროპაგანდა ადამიანების, რომლებიც თავს ექსპერტებად მიიჩნევენ და ჩვენი სამართლებრივი სისტემა დაანგრიეს. ეს მათ მიიყვანეს საქართველო იქამდე, რომ არასრულწლოვნებს ციხეებში აწამებდნენ და დღეს მე დაკავებულთა რეაბილიტაციას ვახორციელებ. ჩვენი ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ერთი ხელით აშენებს, მეორეთი იმ ფატალური შეცდომებს ასწორებს, რომელიც წინა ხელისფლების მიერ იქნა დაშვებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ღია მმართველობის პარტნორობა ჩვენი რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ იძლევა ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს